Przejdź do głównej zawartości

ბელარუსია - ჩემი შთაბეჭდილებები

ჩემი ევროპაში ცხოვრების რამოდენიმე წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ
1. არასდროს მივდივარ სამოგზაუროდ არანაკლებ ოთხი დღისა;
3. არასდროს მიწევს სასტუმროს დაქირავება, მადლობა ჩემს უცხოელ მეგობრებს!

ბელარუსიის შემთხვევაშიც ასე მოხდა. თუმცა რომ არა ჩემი საუკეთესო მეგობარია ანია, ალბათ ამ ქვეყანას არასდროს ვესტუმრებოდი. რატომღაც არასდროს  მიმიწევდა იქითკენ გული, თუნდაც მხოლოდ მისი სახელწოდებიდან გამომდინარე. გარკვეულწილად,  ამ ქვეყნისადმი სტერეოტიპები შარშან, ჩემი პირველი სტუმრობისას დაირღვა, თუმცა ბოლომდე არა.
მე, გიომ და გიგამ სააღდგომო მოწვევა მივიღეთ ანიასგან. დიდი ხანი საქართველოში არ ყოფნის გამო, უფრო მეტად მოგვინდა მართლმადიდებლურ ქვეყანაში წასვლა. მგზავრობა თითქმის ერთი დღე გაგვიგრძელდა: კატოვიცე-ვარშავა-ტერასპოლი-ბრესტი. პირველი გაკვირვება საზღვარზე გამოვიწვიეთ, როცა ჩვენ, ქართველებმა, მესაზღვრეებს რუსულის მაგივრად ინგლისურად მივმართეთ. არავის ესმოდა ინგლისური ენა, თუმცა რა გამიკვირდეს, საკუთარი ენა არ იცის მოსახლეობის უმრავლესობამ. გადავედით თუ არა საზღვარზე, მივხვდით რომ კომუნიზმში დავბრუნდით!
რკინიგზის სადგურს უზარმაზარი დიდი ვარსკვლავი ედგა თავზე!



 

ხუთი დღის განმავლობაში ვათვალიერებდით ქალაქს. ბრესტი ისტორიული ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც XI საუკუნეებიდან გვხვდება. 1939 წლამდე   ეს ნაწილი პოლონეთს ეკუთვნოდა, რამდენიმე წლიანი ოკუპაციის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი კონკრეტულად, ბელარუსის მფლობელობაში გადავიდა.
ქალაქი ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთაა. კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, თუმცა ქვეყნის  ევროპული მდებარეობის მიუხედავად ძალიან ბევრია კომუნისტური გადმონაშთი. აქ ხშირად შეხვდებით კედლებზე ამოტვიფრულ ნამგალსა და უროს, ლენინის ძეგლს, ლენინის ქუჩას. ინფლაციაზე ხომ აღარაფერს ვამბობ... სულ რაღაც 135 000 რუბლს ვიხდიდით მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ. ჩემდა გასაკვირად, პოლონეთზე ძვირი ქვეყანაა, ორმაგი ფასები აქვს ხორცს, ბოსტნეულს - თუმცა ყველაფერი ძალიან გემრიელია. მაღაზიებში ჩვეულებრივად ყიდიან ბორჯომს, რომელიც ძვირია. გაყინული ხინკალიც ვნახეთ და ძალიან დიდი ქართული ღვინის არჩევანიც. პროდუქციას ქართულადაც აწერია, საერთო ბაზარი გვაერთიანებს!


 

ანიას ოჯახში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. მალევე შევეწყეთ იქაურობას, ხალხიც უფრო თბილია ვიდრე პოლონეთში. საოცარი დღეები გავატარეთ ბრესტში. ორი კილოც მოვიმატე! ოჯახური გარემო, საყვარელი მეგობრები გვერდით! მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა. ანიას გარდა კიდევ ერთი მეგობარი გვყავს ბელარუსიაში - ჩვენი სტაში, რომელსაც მოფერებით „მაღალოს“ ვეძახით. უზარმაზარია, 2მეტრი და 2სანტიმეტრი.
პოლონეთში ანიასთან ერთად დავბრუნდით, კარგი მოგონებებითა და სავსე ენერგიით.


ერთი წელი გავიდა ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ, ხოდა ანიას მონატრებამ ისევ ბრესტის გზაზე დაგვაყენა! ბოლოს ანია რომში, ჩემს დაბადების დღეზე ვნახე, უკვე დიდი დრო იყო გასული. ის ჩვენთან პოლონეთში ვერ მოდიოდა ვიზის არქონის გამო, ჩვენ კი საბედნიეროდ ბელარუსში ვიზა არ გვჭირდება, რამაც გაგვიადვილა ერთმანეთთან ერთიერთობა. წელს, ჩვენს შესანიშნავ სამეულს, გიგა გამოაკლდა. ალერგიამ დაამარცხა ჩვენი მეგობარი და გამოკეტა ოთხ კედელ შუა J
უკვე ნაცნობი გზა მარტივად გავიარეთ, თუმცა საზღვარზე ისევ გაოცებული სახეები შეგვხვდა: თქვენ, ქართველები, რუსულად რატო არ ლაპარაკობთ? უკვე პრინციპის საქმე იყო ამ ქვეყანაში  არც ერთი რუსული სიტყვა არ გამოგვეყენებინა. მე, ანია და გიო პოლონურად ვლაპარაკობდით ერთმანეთში, თუმცა არც ერთი ჩვენგანი იყო პოლონელი! ალბათ ეს რომ ლენინს მოესმინა, მოკვდებოდა კაცი ხელახლა. ბელარუსიელს და ქართველს რუსეთის მაგივრად, პოლონეთი აერთიანებთ!

ჩვენ ოჯახში დავბრუნდით! ანიას საყვარელი ოჯახი, დედა, ბებია, სლავა, პაპა ისევ ისეთი სიყვარულით დაგვხვდა. ხინკალიც გავაკეთეთ, ბელარუსიული ჭაჭაც მივირთვით და მწვადებიც შევწვით. სტაში  ტრადიციულად ცოტა ხნით შემოგვიერთდა, შეგვპირდა რომ მალე პოლონეთში დაბრუნდებოდა.
მეორე დღეს ანიას ბებოს ვესტუმრეთ. გამოგვკითხა როგორ ვსწავლობდით, რას ვაპირებდით მომავალში, შემდეგ უკვე გადავედით პოლიტიკურ ნაწილზე. ბებომ არ იცოდა რომ აფხაზეთი არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ნაწილი იყო, ანიამ ამიხსნა რომ ისტორიაში მათ სულ სხვანაირად ასწავლიდნენ. ჩემი მცდელობის მიუხედავათ ბებოსთვის ამეხსნა რუსეთმა რაც გაუკეთა საქართველოს საუბარი მაინც ერთი ფრაზით მთავრდებოდა: ყველაფერი ამერიკის ბრალია! თურმე უკრაინის ყველა უბედურება, ყირიმის დაკარგვა ამერიკის ბრალი ყოფილა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც - ამერიკის ბრალი. რა ქნას ბებომ, ასე ეუბნევიან!
ანიას პაპამ პირველივე რაც მკითხა არჩევნები იყო, ვერ გაერკვია ისევ სააკაშვილი გვყავდა პრეზიდენტათ თუ ავირჩიეთ ვინმე. უკვირდა, არავის აჩვენებენ ტელევიზიაშიო, არც არაფერს ამბობენო. ავუხსენი, რომ ქართველებსაც ეშლებათ საკუთარი პრეზიდენტი.
დასაწერი ბევრი მაქვს, მოგონება უამრავი. მომავალ წელს, ტრადიციულად ალბათ ისევ ვესტუმრები ჩემს საყვარელ მეგობარს. თუმცა ეხლა უკვე ანიას ჯერია, ერთი სული აქვს როდის ჩამოვა ჩვენთან, ნანატრ საქართველოში.


ანიას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და საუკეთესო მეგობრობისთვის რომელიც ჩვენ ამ ორი წლის მანძილზე გვაერთიანებს.

Ania kocham cię!


P.S რომელია სწორი ფორმა, ბელარუსი, ბელორუსია თუ ბელარუსია? ავირიე ქვეყნის სახელში, ყველგან სხვადასხვანაირად წერია. 

Komentarze

Popularne posty z tego bloga

Śmieszne toasty/antytoasty w Gruzji

Gruzja jest słynna z toastów, wznosi się je za każdym razem pijąc wino. Oprócz tradycyjnych toastów, spotyka się  także tzw. antytoasty, czyli toasty odwrotne (przekorne), które towarzyszą  wyjątkowym sytuacjom. Wówczas gdy toast wznosi się piwem, dozwolone są wtedy żarty, anegdoty. W Gruzji jako w kraju kultury wina, nie powinno wznosić się i wygłaszać toastu pijąc piwo,  przy ważnych okazjach też nie pije się piwa.   Jest jednak kilka regionów w Gruzji (górskie tereny) na przykład Chewsuretia, Tuszetia itp. gdzie wznosi się toast piwem (są tereny gdzie nie rosną winogrona). Niedawno, gruziński Patriarcha Ilia II ogłosił, że toasty piwem są też "dozwolone", ale tradycja antytoastów do dzisiaj pozostała.   Oto przykłady tego typu toastów:  Toast za osobę, która sprzeda swoją nerkę i dzięki temu będzie mogła wspaniale bawić się w restauracji! Toast za osobę, która będzie próbowała ustrzelić króliczka i z...

Gruzińskie alfabety

Alfabet gruziński uważany jest za jeden z 14 najbardziej oryginalnych (podstawowych) alfabetów na świecie. W rozwoju pisma gruzińskiego wyróżnia się dwa główne okresy: starogruziński do XI wieku oraz nowogruziński od XII wieku. Do starogruzińskiego okresu zalicza się alfabety asomtawruli i nuschuri, do nowogruzińskiego alfabet mchedruli. Alfabet gruziński rozwijał się w trzech etapach, dlatego pismo z każdego etapu znane jest pod inną nazwą. Mimo różnicy wizualnej, nowogruziński ukształtował się na bazie starogruzińskiego. Źródło: opracowanie własne na podstawie: T. Mczedlidze, Asomtawruli, nuschuri, mchedruli, Tbilisi 2008, s. 4-7. W gruzińskich źródłach czytamy, że najstarszy odkryty tekst napisany w alfabecie asomtawrulskim, pochodzi z lat 361-382. W roku 1984 w małej wiosce Dawati znaleziono kamienne stele. Pomiędzy wyrzeźbionymi obrazami św. Michała i św. Gabriela wykryto litery alfabetu asomtawruli które zdaniem archeologów pochodzą z IV wieku (Putkaradze 2006, 8...