Przejdź do głównej zawartości

Posty

Wyświetlanie postów z maj, 2014

ბელარუსია - ჩემი შთაბეჭდილებები

ჩემი ევროპაში ცხოვრების რამოდენიმე წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ 1. არასდროს მივდივარ სამოგზაუროდ არანაკლებ ოთხი დღისა; 3. არასდროს მიწევს სასტუმროს დაქირავება, მადლობა ჩემს უცხოელ მეგობრებს! ბელარუსიის შემთხვევაშიც ასე მოხდა. თუმცა რომ არა ჩემი საუკეთესო მეგობარია ანია, ალბათ ამ ქვეყანას არასდროს ვესტუმრებოდი. რატომღაც არასდროს  მიმიწევდა იქითკენ გული, თუნდაც მხოლოდ მისი სახელწოდებიდან გამომდინარე. გარკვეულწილად,  ამ ქვეყნისადმი სტერეოტიპები შარშან, ჩემი პირველი სტუმრობისას დაირღვა, თუმცა ბოლომდე არა. მე, გიომ და გიგამ სააღდგომო მოწვევა მივიღეთ ანიასგან. დიდი ხანი საქართველოში არ ყოფნის გამო, უფრო მეტად მოგვინდა მართლმადიდებლურ ქვეყანაში წასვლა. მგზავრობა თითქმის ერთი დღე გაგვიგრძელდა: კატოვიცე-ვარშავა-ტერასპოლი-ბრესტი. პირველი გაკვირვება საზღვარზე გამოვიწვიეთ, როცა ჩვენ, ქართველებმა, მესაზღვრეებს რუსულის მაგივრად ინგლისურად მივმართეთ. არავის ესმოდა ინგლისური ენა, თუმცა რა გამიკვირდეს, საკუთარი ენა არ იცის მოსახლეობის უმრავლესობამ. გადავედით თუ არა საზღვარზე, ...